ვისთორი

ჩვენს შესახებ


ფულფილმენტი — უსაზღვრო შესაძლებლობები

 

ვისთორი არის თანამედროვე ფულფილმენთ მომსახურება საქართველოში, რომელიც ეხმარება ონლაინ მაღაზიებს, მეწარმეებსა და მცირე ბიზნესებს ლოგისტიკური პროცესების სრულ ავტომატიზაციაში. ჩვენ ვზრუნავთ თქვენი პროდუქციის მიღებაზე, შენახვაზე, შეკვეთების შეფუთვაზე და მათ დროულ გაგზავნაზე — თქვენ კი სრულად ფოკუსირდებით გაყიდვებზე და განვითარებაზე.

რას გთავაზობთ?

📦 პროფესიონალური საწყობი
ჩვენი მოწესრიგებული და უსაფრთხო საწყობი უზრუნველყოფს პროდუქციის სწორ შენახვას ინდივიდუალურად გამოყოფილ თაროებზე.

🚚 შეკვეთების სწრაფი მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით
ჩვენ ვმუშაობთ სანდო კურიერულ კომპანიებთან, რაც უზრუნველყოფს შეკვეთების ოპერატიულ და ეფექტურ გაგზავნას.

💻 ონლაინ სისტემაზე წვდომა 24/7
წვდომა სისტემაზე, სადაც შეგიძლიათ აკონტროლოთ მარაგი, შეკვეთები, სტატუსები და დაგეგმოთ მომდევნო ნაბიჯები.

🔗 ინტეგრაცია WooCommerce, Shopify, WordPress და სხვა პლატფორმებთან
ჩვენი სისტემა მარტივად ინტეგრირდება თქვენს ელექტრონულ მაღაზიასთან და ავტომატურად იღებს შეკვეთებს.

📈 დაზოგე დრო, სივრცე და რესურსი
ფულფილმენთ სერვისით თქვენ აღარ გჭირდებათ ოფისის ფართის გამოთავისუფლება ან ყოველდღიური შეფუთვის პროცესში ჩართვა - ყველაფერს ჩვენ მივხედავთ.